ბინის შეძენა უამრავ დეტალთან და პროცედურასთანაა დაკავშირებული. უძრავი ქონების ყიდვისას მთავარი ეტაპი მისი გადაფორმებაა. სწორედ ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ როგორ ხდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეთ.

ბინის გაფორმების პროცედურები & ეტაპები

ბინის გაფორმებამდე, პირველ რიგში, მხარეები უნდა შენთანხმდნენ ფასზე და გადაწყვიტონ, რა ფორმით მოხდება ანგარიშწორება ( ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშწორებით). მეორე ეტაპზე, აუცილებელია, მყიდველი გაეცნოს საჭირო დოკუმენტაციას: ამონაწერს  საჯარო რეესტრიდან (მყიდველმა რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთხელ უნდა გადაამოწმოს, რომ ეს ქონება არც დაყადაღებულია და არც სხვაზეა გადაფორმებული) და საკადასტრო-აზმონვითი ნახაზს. თუ საჯარო რეესტრის ამონაწერი სუფთაა”  (ბინის მფლობელს არ აქვს იპოთეკური სესხი, საგადასახადო გირავნობა, ან ბინა ბანკში არ არის ჩადებული) ხდება ამონაწერის განახლება, რის შემდეგაც ფორმდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

 

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება შესაძნებელია ნოტარიუსთან ან საჯარო რეესტრში.

რეესტრში ხელშეკრულების გაფორმება უფრო მარტივი და იაფია: 4 სამუშაო დღე – 50, 1 სამუშაო დღე – 150, ხოლო ხელშეკრულების შეტანის დღეს გაფორმება – 200 ლარი ღირს.

ხელშეკრულების ნოტარიუსთან გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების თანხა გარიგების ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.რაც უფრო მეტია ნასყიდობის თანხა, მით მეტია სანოტარო ბაჟიც. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა ხელშეკრულების გაფორმებას საჯარო რეესტრში ამჯობინებს. თუმცა, თუ ხელშეკრულებას ნოტარიუსთან გააფორმებთ, ის შეიძლება ერთი კვირის, ან ერთი თვის შემდეგ მიიტანოთ საჯარო რეესტრში. ამის გამო, ნოტარიუსთან ურთიერთობა უფრო უსაფრთხოა.  

 

ბინის შეძენა მშენებარე სახლში

მშენებარე სალხში ბინის შეძენისას ფორმდება ორი ხელშეკრულება – წინასწარი და საბოლოო. წინასწარი ხელშეკრულება მოიცავს: კოპანიის ვალდებულებას, სახლი მითითეულ მდგომარეობასა და ვადებში ჩაბარდეს (ამის შესახებ დეტალურადაა მითითებული ხელშეკრულებაში). მხარეები ვალდებული არიან, სამომავლოდ საბოლოო ხელშეკრულება გააფორმონ. საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავიანთი მოვალეობები. კერძოდ, კომპანიია ააშენებს და ჩააბარებს სახლს კონტრაქტში მითითებულ ვადებსა და მდგომარეობაში. მყიდველი კი დაფარავს ბინის ღირებულებას ბოლომდე. ამის შემდეგ, მყიდველი საჯარო რეესტრში  ბინას დაარეგისტრირებს როგორც თავის საკუთებას.

 

საჯარო რეესტრში წინასწარი ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის).
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  3. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
  4. მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ელექტრონული ვერსია).
  5. მთლიანი სახლის გეგმა სართულების ბინების განლაგების მიხედვით.
  6. ბინის გეგმა.
  7. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ღირებულების დამადასტურებელი ქვითარი.  (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის ნდობით აღჭურვილი პირი , მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 

საჯარო რეესტრში საბოლოო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის).
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  3. სახლის ექსპულატაციაში შესვლის დამადასტურებელი საბუთი (ელექტრონული ვერსია).
  4. ბინის გეგმა.
  5.  საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ღირებულების დამადასტურებელი ქვითარი. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის ნდობით აღჭურვილი პირი , მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 

წყაროები:

https://bpn.ge/

https://mardihouse.ge

https://napr.gov.ge

 

Leave a comment