უძრავი ქონების მყიდველებს ხშირად უწევთ ბანკებთან ურთიერთობა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბინის შერჩევამდე ბანკებს მოელაპარაკოთ. ამას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს, რომელიც სამომავლოდ უძრავი ქონების შერჩევისა და შეძენის პროცესს გაგიმარტივებთ. 

პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ ბანკი, რომელიც სხვებთან შედარებით დაბალ პროცენტს შემოგთავაზებთ. ამისთვის საჭიროა უამრავ ბანკირს შეხვდეთ და კარგად გააანალიზოთ მათ მიერ შემოთავაზებული პირობები. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გარდა, მნიშვნელოვანია პირველადი შენატანის განსაზღვრაც, რომელმაც შესაძლოა საგრძნობლად შეამციროს ყოველთვიური შენატანი ან სესხის დაფარვის ვადა.

 

ბანკის შერჩევის შემდეგ, გაიგებთ, რა თანხის გადახდა შეგიძლიათ ბინაში. ეს დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ, რა ფართის ბინა ეძებოთ და საშუალოდ რამდენის გადახდას შეძლებთ კვადრატულ მეტრში. ეს ინფორმაცია გაგიმარტივებთ შესაბამისი რაიონისა თუ უბნის შერჩევასაც. 

 

 

 

 

 

Leave a comment