ვიყიდო თუ არა ახალი ბინა ძველის გაყიდვამდე?  – ამ კითხვაზე სწორი პასუხი არ არსებობს, რადგან მას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

 

შეიძინეთ ახალი ბინა, სანამ ძველს გაყიდით.

ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ თქვენ გაქვთ დრო, მაქსიმალურ ფასად გაყიდოთ ბინა და ამავდროულად მოძებნოთ ახალი რაც შეიძლება ნაკლებ ფასად. ახალი საცხოვრებელი ადგილი შეგიძლიათ აუჩქარებლად აარჩიოთ, სტრესისა და დაძაბულობის გარეშე დაიწყოთ მისი მოწყობა და საცხოვრებლად გადასვლა. რასაც თან სდევს ძველი ბინის გაყიდვის პროცესი. 

თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არ გაძლევთ კიდევ ერთი ბინის ყიდვის საშუალებას და ამისთვის სესხის აღება ან ბინის ბანკში ჩადება გიწევთ, უმჯობესია, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ ძველი ბინის გაყიდვაზე. ბინის გაყიდვის პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს, რაც ფინანსურად დაგაზარალებთ.

 

 

 

გაყიდეთ ძველი ბინა, სანამ ახალს შეიძენთ. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბინის გასაყიდად საჭირო დროს წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, რადგან ამას შესაძლოა კვირები ან თვეები დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ახალი ბინის შეძენამდე გაყიდოთ ძველი ბინა და მის ახალ მფლობელებს მოელაპარაკოთ ბინის დასაცლელად საჭირო გონივრულ ვადაზე. ამ დროის გამავლობაში, შეგეძლებათ შეიძინოთ ახალი უძრავი ქონება. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ თანხა და გეცოდინებათ რამდენის გადახდას შეძლებთ ახალ ბინაში. 

თუმცა, ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. იმ შემთხვევაში, თუ დროულად ვერ შეძლებთ ახალი ბინის შეძენას, მოგიწევთ ქირის გადახდა. ამისთვის კი ფინანსურად მზად უნდა იყოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ უძრავი ქონების ფასები ხშირად იცვლება, რამაც შესაძლოა თქვენს ბიუჯეტს ზიანი მიაყენოს. 

 

 

ხშირად კამათობენ იმაზე, თუ რომელი გადაწყვეტილებაა სწორი. ბინის მყიდველებისთვის ეს რაღაცით კვერცხისა და ქათმის თავსატეხს გავს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რომელ გზას აირჩევთ. თქვენთვის სარფიანი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კარგად გაიაზროთ ისევე როგორც თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ასევე ორივე გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Leave a comment